ფეხბურთი

21:41 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "რეალისტები უნდა ვიყოთ"

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი აზერბაიჯანულ “ყარაბაღთან” ადვილი თამაშს არ ელოდება. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იტალიელმა აღნიშნა, “ჩელსიმ” ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს, რომ “რეალის”, “ბაიერნისა” და “იუვენტუსის” სიმაღლეს მიაღწიოს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არც ისე ადვილი თამაშია. “ყარაბაღი” ჩემპიონთა ლიგას დიდი ენთუზიაზმით ხვდება. მე ვიცნობ რამდენიმე აზერბაიჯელი ფეხბურთელის შესაძლებლობებს, რადგან აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრა იტალიის ნაკრებში მუშაობისას მომიწია.

21 დღეში 7 თამაში გვაქვს და ეს ადვილი არაა – ინგლისური ფეხბურთი მოდუნების და დასვენების დროს არასდროს გვიტოვებს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნის გამოცდილება, როგორც მწვრთნელის, ისე ფეხბურთელის რანგში მაქვს. უნდა ვიყოთ რეალისტები – “ჩელსი” ამჟამად ახალი ეპოქის დასაწყისშია და უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ “რეალის”, ბაიერნისა” და ასევე, “იუვენტუსის” დონეს რომ მივაღწიოთ.

აზარი ახლა უკეთაა, მაგრამ არა საუკეთესო ფორმაში. ამიტომ, სულელური რისკი თავიდან უნდა ავიცილოთ”, - განაცხადა კონტემ.

“ჩელსისა” და “ყარაბაღის” მატჩი 12 სექტემბერს ჩატარდება. ეს თამაში ლონდონელთა მწვრთნელის რანგში კონტესთვის პირველი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. ამასთან, 2014 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც კონტეს “იუვენტუსი” “გალათასარაისთან” დამარცხდა. რაც შეეხება “ყარაბაღს” – მას და აზერბაიჯანს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში დებიუტი ექნებათ.

0.121948