ფეხბურთი

20:42 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

Don Balon-ი ზიდანს უტევს

ესპანური Don Balon წერს, რომ "რეალში" უკმაყოფილებას გამოთქვამენ ლუკა ზიდანის ძირითად გუნდში დაწინაურებით. 19 წლის მეკარე ლუკა კი, როგორც იცით, ზინედინ ზიდანის შვილია.

ცნობილი გამოცემა წერს, რომ ზიდანი შვილს პრივილეგიას აძლევს გუნდში.

არგუმენტი? ესპანურ პრესას არაერთხელ გაუკრიტიკებია ლუკა ზიდანი "კასტილიაში" ცუდი თამაშის გამო. საინტერესოა, როგორ ხვდება ძირითად გუნდში ის მეკარე, რომლის შეცდომის გამო არაერთი გოლი გადის და რომელიც "კასტილიას" ყველაზე სუსტ მოთამაშედ ითვლებოდა - ამაზე ამახვილებს ყურადღებას ესპანური გამოცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118634