კალათბურთი

19:00 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი იტალიაზე გავიდა

ევრობასკეტ-2017-ის 1/8-ფინალში სერბეთის ნაკრებმა უნგრეთს 86:78 მოუგო, რაც ალბათ ბევრისთვის მოულოდნელი შედეგია. ყველა ელოდა, რომ უნგრელები განადგურდებოდნენ. მაქსიმალური სხვაობა (+18) მესამე პერიოდში დაფიქსირდა, მაგრამ მეოთხე პერიოდში უნგრელებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს და ევრობასკეტზე ასპარეზობა ღირსეულად დაასრულეს.

ჯორჯევიჩის შეგირდებში საუკეთესო კუზმიჩი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი. უნგრეთის ლიდერმა ადამ ჰანგამ გუნდს მხოლოდ 1 ქულა შესძინა, თუმცა, მოულოდნელად უკანახაზელმა პერლიმ 27 ქულა მიითვალა.

1/4-ფინალში სერბეთი იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი 13 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111167