ფეხბურთი

18:41 | 10.09.2017 | ნანახია 1918 - ჯერ

გუდიონსენმა კარიერა დაასრულა

ისლანდიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ეიდურ გუდიონსენმა კარიერა დაასრულა. გუდიონსენი 15 სექტემბერს 39 წლისა ხდება. ის ბოლოს ინდოეთის "პუნა სიტიში" თამაშობდა.

პსვ, "ჩელსი", "ბარსელონა", "მონაკო", "ტოტენჰემი", "სტოკი", "ფულემი", აეკ, "ბრიუგე" - ეს არასრული სიაა იმ გუნდებისა, სადაც გუდიონსენს უთამაშია. ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ერთხელ პრიმერადივიზიონი, 2009 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც "ბარსასთან" ერთად.

გუდიონსენს ისლანდიის ნაკრებში 88 მატჩი აქვს ჩატარებული და 26 გოლიც გაიტანა.

ის მწარედ გვახსოვს თბილისის "დინამოსა" და ათენის აეკ-ის მატჩიდან. დამატებით დროში გუდიონსენმა მოიპოვა პენალტის უფლება, რომელიც აეკ-მა გოლად აქცია და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გადაგვეწურა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:22 | 11.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დინამო აეკი რო იყო იქ არ იყო ეს ყ

19:42 | 10.09.2017
ირაკლი1986 (2288)

ეს ცოცხალი იყო? =D

20:02 | 10.09.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

აბა კაი ხნის მკვდარი მეგონა

19:13 | 10.09.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ისლანდიის ყველა დროის საუკეთესო კია, მაგრამ მათი საფეხბურთო ნაკრების აღზევება გუდიონსენის ასაკში შესვლას დაემთხვა და ბოლოდროინდელ წარმატებებში მისი როლი მცირეა.
ბარსელონაში რატომ და რისთვის იყო ახლაც არ ვიცი, ჩემპიონთა ლიგა კი მოიგო...
იტოგში, ისლანდიელი ფაჩულიაა რა

08:53 | 11.09.2017
abuka (1007)

ახლა ფაჩულიას ტროლავთ?

19:05 | 10.09.2017
airvika13 (657)

ეჰ ამან ერთხელ ისე დაგვწყვიტა გული რომ...

0.123302