ევრობასკეტ-2017-ის 1/8-ფინალურ შეხვედრაში ლატვიამ მოულოდნელად მონტენეგრო 100:68 გაანადგურა. ბალტიისპირელები მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ და ოთხივე პერიოდში აჯობეს.
ლატვიაში 21 ქულით იანის ტიმა გამოირჩა, კრისტაპს პორზინგისს 19 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ბლოკ-შოტი ჰქონდა. მონტენეგროში ერთადერთი ნათელი წერტილი დუბლევიჩი გახლდათ, რომელმაც 6-დან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და ჯამში სულ 21 ქულა დაუგროვდა.
ბაგატსკისის გუნდმა 25-დან 15 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ბალკანელებმა 22-დან 9. ასევე ბალტიისპირელებმა მეტოქეს მოქსნებშიც აჯობეს (40-25).
1/4-ფინალში ლატვია სლოვენიას შეხვდება, მატჩი12 სექტემბერს თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პეპეს ეყოს ეხა მართლა 100 კილოა კაცი და პირველი 2 სეზონის მერე არც უტამაშია ისე იღებს ხელფასს
კაი ტიტულები და ფული მოხია და წავიდეს აწი ამერიკაში