ჭადრაკი

13:01 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასი კარლსენის გარეშე და ჯობავას ასპარეზობით გრძელდება

მსოფლიო თასის გათამაშების მესამე წრის პირველი ტური ფრედ დაასრულა ქართველმა მოთამაშე, ბაადურ ჯობავამ, რომელიც რუსს იან ნეპომნიაშისთან თამაშობდა. საბოლოოდ შავი ფიგურებით მოასპარეზე ქართველმა შეხვედრა ფრედ დაასრულა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

მესამე წრე ცუდად და მოულოდნელად დასრულდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის. კარლსენი ჩინელ დიდოსტატ, ბუ სიანჩჟინთან დამარცხდა, რომელმაც თეთრი ფიქურებით მოასპარეზე ჩემპიონის მცირე უზუსტობები კარგად გამოიყენა და აღნიშნული შეხვედრა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელს ამ მატჩამდე 4-დან 4 მოგება ჰქონდა.

0.120842