ფეხბურთი

18:00 | 10.09.2017 | ნანახია NaN - ჯერ

“ბარსელონაში” ინიესტას დარჩენას ითხოვენ

კატალონიის “ბარსელონაში” ანდრეს ინიესტას დარჩენას ითხოვენ. როგორც “ბლაუგრანას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა თქვა, 33 წლის მოთამაშე გუნდში ჯერ კიდევ სჭირდებათ.

“ამ სეზონში ინიესტა დარჩება, რადგან ის არის განსაკუთრებული მოთამაშე. ანდრესი დარჩენას იმსახურებს”, - თქვა ფერნანდესმა.

აგვისტოს შუა რიცხვებში იწერებოდა, რომ ესპანელი მოთამაშე გუნდის დატოვების შესახებ ფიქრობდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინიესტას დამატება ტურინის “იუვენტუსს” სურს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ხელშეკრულება ინიესტას “ბარსელონასთან” 2018 წლის ზაფხულში იწურება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:51 | 17.02.2021
dinamo222 (8587)

გჯ

17:51 | 17.02.2021
dinamo222 (8587)

0.072128