ფეხბურთი

0:15 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" პირველი მარცხი იგემა, ბუნდესლიგაში "დორტმუნდი" გალიდერდა

გერმანიის ჩემპიონატის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღეს ტრადიციულად 6 მატჩი გაიმართა და ყველაზე დიდი ყურადღება ბუნდესლიგის მთავარი ფავორიტის მარცხმა მიიპყრო. მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდა. მარკ უტმა დუბლი შეასრულა და "სოფლელებს" მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა. იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა ბუნდესლიგის ბოლო 10 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ორში გაუშვეს გოლი. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ბევრს უტევდა, სტუმრებმა მატჩი მაინც ვერ გადაარჩინეს.

"დორტმუნდმა" სტუმრად "ფრაიბურგს" ვერაფერი მოუხერხა (0:0) და ქულა წამოიღო. მასპინძლები 29-ე წუთზე 10 კაცით დარჩნენ, თუმცა პიტერ ბოშის გუნდმა მაინც ვერ შეძლო გოლის გატანა. ამის მიუხედავად, "დორტმუნდი" ბუნდესლიგას 7 ქულით ჩაუდგა სათავეში და ჯერჯერობით გოლი გაშვებული არ აქვს.

ალფრედ ფინბოგასონის შოუ შედგა აუგსბურგში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "კიოლნი" ისლანდიელის ჰეთ თრიკის წყალობით 3:0 დაამარცხა. ბურთის ფლობის უპირატესობა "თხებს" ჰქონდათ, თუმცა სასარგებლო ვერაფერი გააკეთეს. "ვოლფსბურგმა" შინ "ჰანოვერთან" ფრე 1:1 დააფიქსირა. მასპინძლებმა ბევრი მომენტი შექმნეს, კარში 6-ჯერ დაარტყეს, თუმცა გამარჯვების მომტანი გოლი ვერ გაიტანეს.

პირველი გამარჯვება მოიპოვა "მაინცმა", რომელმაც შინ "ლევერკუზენი" 3:1 დაამარცხა. "ბაიერმა" უკვე მეორედ წააგო და მხოლოდ ერთი ქულა გააჩნია.

1316 დღის შემდეგ, ბუნდესლიგაში კვლავ გაიტანა კევინ-პრინს ბოატენგმა. "აინტრახტმა" პირველი გამარჯვება განელი ფეხბურთელის წყალობით მოიპოვა.

"მაინცი" - "ლევერკუზენი" 3:1 (1:1)

მაინცი, "ოპელ არენა"

მაყურებელი: 24 746

მაინცი: ადლერი, ბალოგუნი, ბელი, ბროსინსკი, დე ბლასისი (ონისივო 84), დიალო, დონატი, ფრეი, ლაცა (სერდარი 46), მუტო (ქუაისონი 89), ოსთუნალი

მწვრთნელი: სანდრო შვარცი

ლევერკუზენი: ლენო, ტა, ბენდერი, ჰენრიხი, მეჰმედი, კორი (კისლინგი 84), არანგუისი, ვენდელი, ბელარაბი, ბრანდტი (ჰავერცი 56), ვოლანდი (პოიანპალო 64)

მწვრთნელი: ჰაიკო ჰერლიხი

გოლები: 0:1 კორი (22), 1:1 მუტო (45), 2:1 დიალო (57), 3:1 სერდერი (71)

გაფრთხილება: სერდერი (60), ბელი (87) - კორი (30), ტა (53)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14(5) - 13(2), ბურთის ფლობა: 40% : 60% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 0:1

"გლადბახი" - "აინტრახტი" 0:1 (0:1)

მიუხენგლადბახი, "ბორუსია-პარკი"

მაყურებელი: 51 431

გლადბახი: ზომერი, ვენდტი (ვილიალბა 83), ვედტერგარდი, გინტერი, ელვადი, ჰერმანი (ბობადილია 67), კრამერი, ზაკარია (ჰოფმანი 59), აზარი, რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

აინტრახტი: ჰრადესკი, ჩენდლერი, სალცედო, აბრაჰამი, ფალეტი, ვილემსი (ტავატა 80), გასილოვიჩი, ფერნანდესი (რუსი 77), დე გუზმანი, ბოატენგი (რებიჩი 51), ალი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლი: 0:1 ბოატენგი (13)

გაფრთხილება: ვესტერგაარდი (84), აზარი (87), ვილიალბა (89) - ფერნანდესი (61), აბრაჰამი (90+6)

სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 15(3) - 12(6), ბურთის ფლობა: 65% - 35%, კუთხურები: 13:5, თამაშგარე: 4:3

"აუგსბურგი" - "კიოლნი" 3:0 (2:0)

აუგსბურგი, "WWK არენა"

მაყურებელი: 27 510

აუგსბურგი: ჰიცი, მაქსი, ჰინტერეგერი, გაუელი, ოპარე, ხედირა (მორავეკი 71), ბაიერი, ჰალერი (ტომი 89), გრეგორიჩი (კორდოვა 66), კაიუბი, ფინბოგასონი

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

კიოლნი: ჰორნი, ჰექტორი, ჰაინცი, სორენსენი (მერე 46), კლანტერი (გიურასი 73), ცოლერი, ლემანი, ჰოგერი, ბიტენკორტი, კორდობა, ოსაკო

მწვრთნელი: პიტერ შტოგერი

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ფინბოგასონი (22, 32 პენ, 90+4)

გაფრთხილება: არავინ

სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 10(4) - 13(3), ბურთის ფლობა: 37% - 63%, კუთხურები: 6:9, თამაშგარე: 0:1

"ფრაიბურგი" - "დორტმუნდი" 0:0

ფრაიბურგი, "შვარცვალდ-სთედიუმი"

მაყურებელი: 24 000

ფრაიბურგი: შვოლოვი, განტერი, სოიუნჩუ, ლინჰარტი, კუბლერი, აბრაში, სიერო (ფრანცი 43), ჰაბერერი, რავე, ტერაცინო (სტენცელი 89), კლეინდისტი (ნიდერლეხნერი 65)

მწვრთნელი: კრისტიან სტრეიხი

დორტმუნდი: ბურკი, პიშჩეკი, შმელცერი (ზაგადუ 31), ბარტრა (ტოპრაკი 18), სოკრატისი, შაჰინი, კასტრო, გიოტცე (იარმოლენკო 79), პულიშიჩი, ფილიპი, ობამეიანგი

გაფრთხილება: არავინ

გაძევება: რავე (29)

სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 5(2) - 27(3), ბურთის ფლობა: 22% - 78%, კითხურები: 0:7, თამაშგარე: 1:1

"ვოლფსბურგი" - "ჰანოვერი" 1:1 (0:0)

ვოლფსბურგი, "ფოლკსვაგენ არენა"

მაყურებელი: 27 321

ვოლფსბურგი: კასტელსი, კროხი, კამაჩო, უდუოხაი, გერჰარდტი, არნოლდი, გილავოგი, ვილიამი, დიდავი (მალი 81), გომესი (დიმატა 41), ორიჯი

მწვრთნელი: ანდრის იონკერი

ჰანოვერი: შაუნერი, კორბი, სანე, ფელიპე, ოსტრცოლეკი, ანტონი, შმიდებახი (ბებუ 64), ბაკალორცი, ჰარნიკი, კლაუსი (კარამანი 64), ჯონათანი (ფულკრუგი 77)

მწვრთნელი: ანდრე ბრეიტენრეიტერი

გოლები: 1:0 დიდავი (52), 1:1 ჰარნიკი (75)

გაფრთხილება: კორბი (48)

სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 17(6) - 7(2), ბურთის ფლობა 50% - 50%, კუთხურები: 3:1, თამაშგარე: 1:2

"ჰოფენჰაიმი" - "ბაიერნი" 2:0 (1:0)

ზინსჰეიმი, "ვირსონ არენა"

მაყურებელი: 30 150

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ჰუბნერი, ნორდვეიტი, ბისაკსიჩი, გეიგერი (პოლანსკი 63), ცუბერი (შულცი 69), ამირი, დემირბაი, კადერაბეკი, უტი (ოკსი 75), კრამარიჩი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, მარტინესი, ჰუმელსი, რაფინია (რიბერი 78), ტოლისო, რუდი (რობენი 57), მიულერი (როდრიგესი 78), ალკანტარა, კომანი, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0, 2:0 უტი (27, 51)

გაფრთხილება: ჰუბნერი (30), ცუბერი (64), კადერაბეკი (65) - ჰუმელსი (90+5)

სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები 6(3) - 23(6), ბურთის ფლობა: 33% - 67%, კუთხურები: 2:4, თამაშგარე 2:3

0.168576