ფეხბურთი

23:30 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავი" და "სიონი" ფრეზე გაეყარნენ

ეროვნულ ლიგა 2-ში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. "რუსთავმა" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დასრულდა - 0:0.

ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი "რუსთავი" მეორე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ მარტვილის "მერანს", ხოლო ბოლნისელები მესამეზე არიან. კობა ჟორჟიკაშვილის "სიონი" რვა ქულას აგებს "რუსთავთან".

შეგახსენებთ, პირველადგილოსანი პირდაპირ გადავა ეროვნულ ლიგაში, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს კი ფლეი-ოფი ელით.

0.125244