იტალიის ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის 1/8-ფინალურ მატჩში ფინეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
“სკუადრა აძურამ” პირველ ტაიმში მეტოქე ძალიან დაჩაგრა და 19-ქულიანი სხვაობით დაწინაურდა. მეორე ნახევარში ფინეთმა ორივე პერიოდი სამ-სამი ქულით მოიგო, ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირა და შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით 70:57 დასრულდა.
იტალიელთაგან საუკეთესონი მარკო ბელინელი (22 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა) და ლუიჯი დატომე (15 ქულა, 3 მოხსნა, 3 ბლოკი) იყვნენ, ხოლო ფინეთიდან სასუ სალინი (11 ქულა, 8 მოხსნა, 1 გადაცემა) და პეტერ კოპონენი (13 ქულა, 2 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 ჩაჭრა) გამოირჩეოდნენ.
ფინეთი – იტალია 57:70 (17:30; 12:18; 13:10; 15:12)
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში სერბეთის და უნგრეთის გამარჯვებულს შეხვდება.