კალათბურთი

21:40 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: გერმანიის პატარა სენსაცია

გერმანიის ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის მერვედფინალურ მატჩში საფრანგეთს დაძაბულ ბრძოლაში სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სხვა დროს ვიტყოდით, რომ გერმანიის ნაკრებმა დიდი სენსაცია მოახდინა, მაგრამ თუ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ამ გუნდების თამაშს გავითვალისწინებთ, ამის თქმა ნამდვილად გაგვიჭირდება და მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ გერმანიამ მორიგი პატარა სიურპრიზი შემოგვთავაზა.

შეხვედრა ფრანგებმა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 9 ქულით მოიგეს, გერმანელებმა შესვენებამდე სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს და ტაიმი საფრანგეთის გამარჯვებით 40:34 დასრულდა.

გერმანია მეორე ნახევარში უპირატესობას ფლობდა და უკანასკნელი პერიოდის წინ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო დასკვნით სათამაშო მონაკვეთში წინ გავიდნენ და საბოლოოდ 84:81 იმარჯვეს.

ალემანთაგან გამორჩეულნი დანიელ ტეისი (22 ქულა, 7 მოხსნა) და დენის შრიოდერი (21 ქულა, 4 მოხსნა, 8 გადაცემა, 2 ჩაჭრა) იყვნენ, ხოლო ფრანგთაგან ევან ფურნიე (27 ქულა, 3 მოხსნა, 2 გადაცემა, 4 ჩაჭრა) და ბორის დიაო (15 ქულა, 9 მოხსნა, 5 გადაცემა, 1 ბლოკი) გამოირჩეოდნენ.

გერმანია – საფრანგეთი 84:81 (10:19; 24:21; 21:16; 29:25)

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები 1/4 ფინალში ესპანეთის და თურქეთის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0.113257