ფეხბურთი

17:38 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო აგუერო - პრემიერლიგის ისტორიაში

სერხიო აგუერო პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა “ლივერპულის” კარში გოლი გაიტანა, რომელიცმისთვის პრემიერლიგაში 124-ე აღმოჩნდა.

ამ მაჩვენებლით აგუერომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ტრინიდადელ ბომბარდირ დუაიტ იორკს გადაასწრო და პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი არაევროპელი ფეხბურთელი გახდა.

სამხრეთამერიკელზე მეტი გოლი ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ ევროპელებს აქვთ გატანალი.

გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის მოწინავე მეგოლეების სიას:

  1. ალან შირერი – 260
  2. უეინ რუნი – 200
  3. ენდი კოული – 187
  4. ფრენკ ლამპარდი – 177
  5. ტიერი ანრი – 175
  6. რობი ფაულერი – 163
  7. ჯერმეინ დეფო – 158
  8. მაიკლ ოუენი – 150
  9. ლეს ფერდინდანდი – 149
  10. ტედი შერინგემი – 146
  11. რობინ ვან პერსი – 144
  12. ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი – 127
  13. რობი კინი – 126
  14. ნიკოლა ანელკა – 125
  15. სერხიო აგუერო – 124
  16. დუაიტ იორკი – 123
  17. სტივენ ჯერარდი – 120

0.107382