ფეხბურთი

18:07 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალდერამა: "მესი და რონალდუ მარადონას ვერ შეედრებიან"

კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ექსტრავაგანტური ვარცხნილობით განთქმულმა კარლოს ვალდერამამ განაცხადა, რომ დიეგო მარადონა საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისი თამაშიც უნახავს.

"ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ? შესადარებელი არაფერია. ისინი დიეგოს არც კი მიახლოვებიან. სადავო არაა, რომ მესი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ვერ არის მარადონას დონეზე. არავის ვაკნინებ, მაგრამ დიეგო ყველაზე მაღლა დგას", - ვალდერამას ნაუბარს ესპანური AS ციტირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109807