ფეხბურთი

14:53 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰეინ ვანჰაზებრუკი: “ჩაკვეტაძემ რამდენიმე პრობლემა უნდა დაძლიოს”

ბელგიური “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ქართველ ტალანტზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.ბელგიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეს რამდენიმე პრობლემა აქვს დასაძლევი.

“ხედავთ, რომ ჩაკვეტაძეს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მას ძალიან მარტივად შეუძლია ვარჯიშზე გოლის გატანა. მაგრამ აქვს ბავშობის დაავადება, ეს აისახება იმაში, რომ ძალიან უყვარს ბურთი და ზოგჯერ ძალიან დიდხანს იჩერებს. ასევე არსებობს ენის ცოდნის პრობლემა.

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ ამ კლუბში მომავალი ნამდვილად აქვს”, - ამბობს ვანჰაზებრუკი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე “გენტს” ზაფხულში შეუერთდა და ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

0.114489