საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე ამიეირდან იტალიის სერია A-ში ითამაშებს. 25 წლის მსროლელი “ფლექს პისტოიას” ღირსებას დამდეგ სეზონში დაიცავს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
“ეს არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ჩვენი გუნდისთვის ბევრი რამის გაკეთება და დაბალანსება. დუდა ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე აქვს საერთაშორისო გამოცდილება საკმარის დონეზე. სანაძემ ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა და შესაბამისად, კარგ ფიზიკურ კონდიციებშიც იმყოფება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შეუძლია 2-3 პოზიციაზე თამაში და დარწმუნებული ვარ, რომ “პისტოიამ” იდეალური მოთამაშე იპოვა”, - თქვა სანაძის შესახებ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ესპოზიტომ.
დუდა სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ “პრიმორსკაში” გაატარა და საშუალოდ თამაშში 17.3 ქულას, 2.9 მოხსნას, 1.3 პასსა და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. რაც შეეხება ევრობასკეტ 2017-ს, დუდას მაჩვენებელი ასეთი იყო: 10.8 ქულა, 2.0 მოხსნა, 1.2 პასი, 1.2 ჩაჭრა და 0.4 დაფარება საშუალოდ მატჩში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები.
წარმატებები დუდა! აბა შენ იცი წინსვლა უნდა გააგრძელო.
ლონდარიძე მომენატრა))
წარმატებები დუდა მსოფლიოზე უნდა გაიბრწყინო
კარგია! ყოჩაღ დუდა, მჯერა მეტიც შეგიძლია. გიას დონეს თუ მიაღწევ სამიანებშიც, ულაპარაკოთ ნბა-შიც სერიოზული დონეზე გაქაჩავ.
წარმატებები. კაროჩე სანაძე, შენგელია, ბურჯანაძე, ბითაძე, მამუკელაშვილი ეს ბიჭები ყოველწლიურად მოუმატებენ და მშვენიერი მომავალი აქვს საქართველოს ნაკრებს, ასევე შერმადინი და დიქსონიც მშვენიერ ასაკში არიან. მარკოიშვილი, სანიკიძე და ცინცაძე პატარები აღარ არიან მაგრამ რამდენიმე წელი კიდევ შეუძლიათ ნაკრების დახმარება თუნდაც ზამენიდან 10-15 წუთს კი გაქაჩავენ თუნდაც 2-3 წლის შემდეგ. უკვე 10 კალათბურთელი გამოვიდა თან დარწმუნებული ვარ კიდევ გამოჩნდება რამდენიმე კარგი იგროკი თუნდაც ჩვენმა პატარებმა ა დივიზიონის საგზური მოიპოვეს და იქ თამაშით უეჩველი გაიზრდებიან და კარგ გუნდებშიც გადავლენ. ერთადერთი რაც საჭიროა ისაა რომ საქართველოს ჩემპიონი გუნდი სტაბილურად უნდა თამაშობდეს ევროტურნირებს რადგან იგივე ბერიშვილს გადასარევი სროლა აქვს მაგრამ ამ დონეზე გამოცდილება რომ არ აქვს ხელები უკანკალებდა და საჯარიმოებსაც ვერ აგდებდა მაშინ როცა ჩემპიონატში საჯარიმო კი არა სამიანებსაც მშვენივრად ესვრის
მერე ევროლიგის გუნდები რომ არ უშვებენ მოთამაშეებს უშენგელიოდ და უშერმადინოდ რა ვქნათ? დვალიშვილი ახლა გაახსენდებათ ხო? აქამდე რატომ არ მოიწვიეს და მასკუტი ბოისა ამჯობინეს იქ ყოფილიყო. ყველაფერს სწორი დაგეგმარება სჭირდება და სასწრაფოდ ბავშვების მოძიება რომ დიდი ხნის ჩავარდნა არ მივიღოთ . უფრო მეტად უნდა მიექცეს ბავშვებს ყურადღება და ყველა ასაკში უცხოელი მწვრთნრლები უნდა იყოს და ისიც ძალიან მაღალი სპეციალისტები. სხვა შემთხვევაში არაფერს მივიღებთ. და გავიმეორებ რომ იგივე 16 წლამდელთან ნაკრების მწვრთნელებს ბერიშვილს და კანკიას ხელი შეუწყონ და დაეხმარონ ცოდნის ამაღლებაში რადგან მართლა გამორჩეულები არიან და ჟაკაბოვს.
პოზიციებში გაერკვიე ვინ სად თამაშობს და მერელექსად დაწერე შე სიროი.
პოზიცია რა შუაშია შე მართლა სირო . დვალიშვილი ნაკრებში არ უნდა ყოფილიყო? გოგოძე? ფაცაცია? რა შუაშია პოზიცია ?? პოზიციურად ბოისა არცერთ პოზიციაზე არ და ვერ ვარგა ნაკრებში თუ მასე მიჰყევი.
რა მარტივად უყურებ ყველაფერს. მე
წარმატებებიიიიიიიი
კარგია დუდა, სერია ა მაინც სხვა დონეა /. თანაც მანუც მანდ იქნება. მომავალში ევრო ლიგის გუნდში უნდა გადახვიდე