ფეხბურთი

13:56 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “თუ კოუტინიოს წასვლა უნდა, პრობლემა არაა”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ფილიპე კოუტინიოსა და “ბარსელონას” თემას და აღნიშნა, რომ თუ ბრაზილიელს წასვლა სურს, პრობლემა არ არის.

“თუ შემოთავაზება გაქვს ისეთი კლუბისგან, როგორიც “ბარსელონაა”, მაშინ ვერაფერს იტყვი. გიჟი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ სჭირდება “ბარსას” ფილიპე.

თუ კოუტინიოს კატალონიურ კლუბში წასვლა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ “ევერტონში” გადადის. ისიც კარგი გუნდია, თუმცა სიტუაცია განსხვავებულია. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ”, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-4 ტურში, სადაც “წითლები” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდებიან, ბრაზილიელი ნახევარმცველი განაცხადში ვერ მოხვდა.

0.109311