ფეხბურთი

3:00 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტრაბზონმა” სოსა დაიმატა

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი ხოსე სოსა კარიერას “ტრაბზონში” განაგრძობს. 32 წლის მოთამაშე თურქულ კლუბში 2018 წლის 15 იანვრამდე იჯარით ითამაშებს და შემდეგ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლებათ.

ცნობისთვის, სოსას თურქეთში აქამდეც უთამაშია. ის 2014-2016 წლებში “ბეშიქთაშის” ღირსებას იცავდა და 58 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა. არგენტინელი ფეხბურთელი “მილანში” 2016 წელს 7.5 მილიონ ევროდ სწორედ “ბეშიქთაშიდან” გადავიდა. სოსამ “როსონერის” მაისური 19-ჯერ მოირგო და გოლი არ გაუტანია.

თეგებიხოსე სოსა
0.136135