ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” შემტევი სადიო მანე დასახელდა. სენეგალელმა გარემარბმა გასულ თვეში 3-ჯერ ითამაშა და სამი ეფექტური გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ “ლივერპულის’ გულშემატკივრებმა ამავე თვეში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ მოჰამედ სალაჰი მიიჩნიეს – თუმცა, მანე პრემიერლიგის მასშტაბით იმარჯვა.
რაც შეეხება მწვრთნელებს – “ჰადერსფილდის” დამრიგებელი დევიდ ვაგნერი აღიარეს საუკეთესოდ.
ეს, მოსალოდნელიც იყო, რადგან პრემიერლიაში ახლახან აღზევებულმა “ჰადერსფილდმა” სამ ტურში 7 ქულის მოპოვება მოახერხა და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაიწყო.