ფეხბურთი

19:22 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “წლების წინ მესის მსგავს მოთამაშეს ვეძებდი”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, გარეთ ბეილის თემა დაიხურა.პერესმა ასევე ისკოს და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და ბოლოს მესიზეც გაამახვილა ყურადღება.

ბეილი? მასთან დაკავშირებით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იყო შემოთავაზებები, თუმცა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ჩვენთან დარჩება.

მესი? წლების წინ მე ვეძებდი ლეოს მსგავს მოთამაშეს. მას 2000-იან წლებში ასე კარგად რომ ეთამაშა, აუცილებლად მოხვდებოდა “რეალში”. ის ზიდანის ტიპის მოთამაშეა.

კრიშტიანუ რონალდუ? ის არ არის ახალგაზრდა, თუმცა, ეს მთავარი არაა. მან, შესაძლოა, საუკეთესო მემკვიდრე დაგვიტოვოს ისკოს სახით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უახლოეს დღეებში ახალგაზრდა მოთამაშეს ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ, რომელიც 2022 წლამდე იქნება გათვლილი.

ვიდეოგამეორება და მსაჯები - არასოდეს მისაუბრია მსაჯებზე აუგად. უნდა განვვითარდეთ და უნდა ვიმუშაოთ, რათა უკეთესი შედეგები მივიღოთ. წესების დარღვევისთვის ყველა უნდა დაისაჯოს. მსაჯის გადაწყვეტილება გამჭვირვალე უნდა იყოს. მომხრე ვარ ამ ტექნოლოგიის, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი სიმბოლო ახალი მიღწევებისა. ფეხბურთი იცვლება. ახლა ფეხბურთელების ყიდვა 180, 200 მილიონადაა შესაძლებელი. ეს ბევრ რამეს ცვლის უარესობისკენ.

მბაპე? ჩვენ გვსურდა მისი დამატება, თუმცა მან “პარი სენ-ჟერმენი” აირჩია, რადგან პარიზშია დაბადებული”, - თქვა პერესმა.

0.115286