ფეხბურთი

16:31 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კამბიასომ კარიერა დაასრულა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა ესტებან კამბიასომ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ Lanacion.com.ar იტყობინება.

37 წლის ნახევარმცველს გამორჩეული კარიერა “ნერაძურიში” ჰქონდა, სადაც 431 მატჩი ჩაატარა და 51 გოლის გატანაც მოახერხა. “ინტერის” გარდა თამაშობდა მადრიდის “რეალში”, “ინდეპენდიენტეში”, “რივერ პლეიტში”, “ლესტერსა” და “ოლიმპიაკოსში”, სადაც ბოლო 2 სეზონი - 2015-2017 წლებში ირჯებოდა.

ბერძნებს არგენტინელთან კონტრაქტის გაგრძელება სურდათ, თუმცა,კამბიასოსთან შეთანხმებით, მათი თანამშრომლობა შეჩერდა.

კამბიასოს მოგებული აქვს არგენტინის, ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის ჩემპიონატები. ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. რაც შეეხება ნაკრებს, არგენტინის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მან 52 მატჩი ჩაატარა და 5 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114824