კალათბურთი

20:44 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

D ჯგუფის გამარჯვებული ბოლო შეხვედრაში გაირკვევა

ევრობასკეტ-2017-ის D ჯგუფის ბოლო ტურის მეორე მატჩში სერბეთმა ბელგია 74:54 გაანადგურა. ბელგიელებმა ვერც ერთი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ბალკანელებს ვერანაირი წინააღმდეგობა გაუწიეს.

მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა ბობან მარიანოვიჩმა ჩააგდო, რომელმაც 7 მოხსნა და ერთი პასიც გააკეთა. ბოგდან ბოგდანოვიჩს 15 ქულა და 9 პასი ჰქონდა. ბელგიაში კი ყველაზე მეტი 12 ქულა ემანუელ ლეკომტემ ჩააგდო.

ამრიგად სერბეთს და რუსეთს 9-9 ქულა დაუგროვდათ, 7 ქულა ლატვიას აქვს, რომელსაც თურქეთთან შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. თუ ლატვია წააგებს მაშინ ჯგუფში პირველ ადგილს რუსეთი დაიკავებს, რადგან ურთიერთშეხვედრებში ბაზარევიჩის გუნდს ბალკანელებისთვის მოგებული აქვს. თუ ლატვია მოიგებს მაშინ სამ ნაკრებს ერთნაირი ქულები დაუგროვდება და ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული ბურთები დაითვლება და ამ მხრივ სერბეთს უპირატესობა აქვს და ის გავა პირველ ადგილზე.

სერბეთი – ბელგია 74:54 (18:13, 24:12, 14:11, 18:18)

1.

სერბეთი

5

4

0

0

1

400:353

9

2.

რუსეთი

5

4

0

0

1

378:366

9

3.

ლატვია

4

3

0

0

1

355:317

7

4.

თურქეთი

4

2

0

0

2

309:291

6

5.

ბელგია

5

1

0

0

4

353:410

6

6.

დიდი ბრიტანეთი

5

0

0

0

5

390:448

5

0.116987