ჩოგბურთი

14:22 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკული ნახევარფინალები

1985 წლის შემდეგ პირველად, დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ოთხივე ჩოგბურთელი ამერიკელია.

ამერიკის ღია პირველობაზე მედისონ ქისი კოკო ვანდევეის შეხვდება, მატჩი 8 სექტემბერს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ვინუს უილიამსი სლოან სტეფენს დაუპირისპირდება, თამაში 8 სექტემბერს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

1985 წელს უიმბლდონის ნახევარფინალში ოთხი ამერიკელი გავიდა, კრის ევერტი, მარტინა ნავრატილოვა, ზინა ჰარისონი, ქეთი რინალდი.

0.13101