მშვიდობიანად ჩაიარა თბილისში მიმდინარე ვაჟთა მსოფლიო თასის მეორე წრის პირველმა სათამაშო დღემ. 32 წყვილიდან 25 ფრე დაფიქსირდა და მხოლოდ 7 პარტია დასრულდა შედეგიანად.
ტურის მთავარი სენსაცია მსოფლიოს ექსჩემპიონის, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, გამოცდილი ვიში ანანდის, თეთრი ფიგურებით მარცხი გახდა კანადელ დიდოსტატ ანტონ კოვალიოვთან.
მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა შემდეგ შეხვედრებში:
ალექსანდრ დრეევი 0:1 მაგნუს კარლსენი;
ვლადიმირ ფედოსეევი 1:0 ერნესტო ინარკიევი;
ლე ქუანგ ლიემი 0:1 ვიდიტ სანტოში;
ვაშიე ლაგრავ მაქსიმი 1:0 ბორის გრაჩევი;
დავიდ ნავარა 1:0 ივან ჩეპარინოვი;
ვლადიმირ კრამნიკი 1:0 ანტონ დემჩენკო.
ფრედ დაასრულა შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ჩინეთის ნაკრების წევრ იუ იანგთან. რაც მანამდე დაძაბული ტაი-ბრეიქის შემდეგ ნამდვილად ჩინებული შედეგია. დღეს, ქართველი დიდოსტატი თეთრი ფიგურებით ითამაშებს და დიდი შანსი აქვს გამარჯვების.
აგრეთვე ინტერესს იწვევდა ასპარეზობის ერთადერთი ქალის, მსოფლიოს ექსჩემპიონის, ჰოუ იფანის პარტია მრავალი საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულთან, ლევონ არონიანთან. პარტია საკმაოდ საინტერესო გაცვლების შემდეგ არ განვითარდა და მშვიდობიანი ყაიმით დასრულდა.
დღევანდელი ტური, როგორც ყოველთვის, 15:00 საათზე დაიწყება სასტუმრო "პრეფერენს ჰუალინგში" და საჭადრაკო გურმანებს საინტერესო ორთაბძოლები ელით წინ.
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი
gcf.org.ge