სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

13:06 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: ”ძირითადი მიზანი ბელინელის შეჩერებაა”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მანუჩარ მარკოიშვილმა ისრაელთან მოგებული შეხვედრა (104:91) შეაფასა და იტალიასთან მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

“ისრაელთან თამაშის დასაწყისში ფსიქოლოგიური მომენტი იყო, არეულებიც ვიყავით, მეტი თავისუფალი სროლების უფლება მივეცით მოწინააღმდეგეს. ჩარბენებზე ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი და მთლიანობაში 49 ქულა მივიღეთ, ანუ ჩვენი დაცვა არ მუშაობდა, ის რაც დავგეგმეთ, ვერ შევასრულეთ და ეს იყო გამოსასწორებელი. შემდეგ პერიოდში ჩვენც კარგად წაგვივიდა თავდასხმაში თამაში და გამოვიყენეთ ჩვენი უპირატესობები. ეს იყო შიგნიდან თამაში, საქულიანების სროლა და ამ ყველაფერმა საბოლოო შედეგი გამოიღო.

ჩემი აზრით, 40 წუთშიც შეგვეძლო ამ თამაშის მოგება, რადგან ზაზაზე ბოლოს 100%-იანი ჯარიმა იყო. უბრალოდ, სახლში თამაშობდნენ და პატარა უპირატესობა მისცეს მსაჯებმა.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ჩვენ შორის გადაწყდება ვინ გავა შემდეგ ეტაპზე. იტალიას 2 მოგება აქვს, ჩვენც 2 მოგება გვაქვს და ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს პერიმეტრის გაჩერება და არამგონია მათ ცენტრებს რამე შანსი ქონდეთ ჩვენს მაღლებთან. ძირითადი მიზანი იქნება ბელინელის შეჩერება”, - თქვა მარკოიშვლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაუპირისპირდება იტალიას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.104501