საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიიდან ქულა წამოიღო და ესეც ნუგეშია. რვა მატჩიდან მხოლოდ სამი წაგება აქვს ვლადიმირ ვაისის გუნდს, მაგრამ მოგება არც ერთი... თავის მხრივ, ამ შედეგით, ჩვენ თუ დიდი ვერაფერი, ავსტრიამ ყოველგვარი შანსი დაკარგა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის.
სამაგიეროდ, მუნდიალთან ძალიან ახლოსაა სერბეთის ნაკრები – სერბები დუბლინში ჩავიდნენ და ირლანდიას აჯობეს. ალექსანდრ კოლაროვმა მეორე ტაიმის დასაწყისში გამარჯვების გოლი შეაგდო. ირლანდიას კი, თბილისშიც ეტყობოდა, რომ ცუდ ფორმაში იყო.
პირველ ადგილს ვიღა ჩივის და, მარტინ ონილის გუნდი უკვე მეორე პოზიციაზეც ოცნებობს. საქმე ისაა, რომ კიშინიოვში უელსმა ბოლოსკენ გატეხა მოლდოვა და ირლანდიას ერთი ქულით გადაასწრო. უელსელები მომდევნო, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას თბილისში ჩაატარებენ.
ავსტრია – საქართველო 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 გვილია (8), 1:1 შაუბი (43)
ირლანდია – სერბეთი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 კოლაროვი (55)
მოლდოვა – უელსი 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 რობსონ-კანუ (80), 0:2 რემსი (90)
1. | სერბეთი | 8 | 5 | 3 | 0 | 17:7 | 18 | |
2. | უელსი | 8 | 3 | 5 | 0 | 12:5 | 14 | |
3. | ირლანდია | 8 | 3 | 4 | 1 | 9:6 | 13 | |
4. | ავსტრია | 8 | 2 | 3 | 3 | 10:10 | 9 | |
5. | საქართველო | 8 | 0 | 5 | 3 | 8:12 | 5 | |
6. | მოლდოვა | 8 | 0 | 2 | 6 | 4:20 | 2 |
მომდევნო ტური – 6 ოქტომბერი
საქართველო – უელსი
ავსტრია – სერბეთი
ირლანდია – მოლდოვა