სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:44 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპირს ჩემპიონატის მერვედფინალს მიუახლოვდა. თელ-ავივში, ილიას ზუროსის გუნდმა ისრაელის ნაკრები ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.

საქართველომ საბოლოოდ 13 ქულით მოიგო, მაგრამ ეს ყველაფერი ოვერტაიმში მოხდა. მანამდე, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და ამიტომაც იყო, რომ ბოლო წამამდე გარკვეული არაფერი ყოფილა.

ისრაელმა პირველი სამი მეოთხედი თითო ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევრობასკეტის მთავარი სენი უკან მოიტოვა და დასკვნითი პერიოდი მაღალ დონეზე ჩაატარა. მატჩის საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე, მაიკლ დიქსონის სამქულიანით საქართველო დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში ომრი კასპიმ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

აი, იქ კი, ისრაელის ნაკრები ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა მოედნიდან გააქრო - 15:2 მოიგო ზუროსის გუნდმა ოვერტაიმი და საბოლოოდ 104:91.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ფანტასტიკური შედეგი აჩვენა: 25 ქულა და 19(!) მოხსნა. არც ზაზა ფაჩულიას მონაგარს დაეწუნება რამე - 19 ქულა, 11 მოხსნა.

ისრაელი - საქართველო 91:104 (22:21, 27:26, 21:20, 19:22, 2:15)

WORLDSPORT.GE მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.125162