საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩს ამ წუთებში ისრაელის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმი უკვე დასრულდა და მასპინძლები იგებენ. თუმცა, სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა – 49:47.
მთელმა პირველმა ტაიმმა დააძაბულ ბრძოლაში განვლო. აღსანიშნავია, რომ ისრაელი ყოველთვის წინ იყო ანგარიშით და საქართველომ ერთადერთხელ მოახერხა დაწინაურება, ისიც დროებითი გამოდგა.
ქართველთა შორის საუკეთესო თორნიკე შენგელიაა, რომელიც ორმაგ დუბლთან ძალიან ახლოსაა – 13 ქულა და 9 მოხსნა. ისრაელის ნაკრების რიგებში კი, რიჩარდ ჰოუელი გამოირჩევა – 13 ქულა.
შეხვედრის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.