ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა. სილვას "ქალაქელებთან" ხელშეკრულება 2019 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.
გასულ სეზონში დავიდმა 45 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. "სიტის" გულშემატკივრებმა 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სილვა დაასახელეს. პეპ გვარდიოლა ფეხბურთელს ენდობა და მის გეგმებში შედის, შესაბამისად შემტევი სათამაშო დროის სიმცირეს არ განიცდის.