დიეგო სიმეონემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
არგენტინელმა სპეციალისტმა "როხინბლანკოსი" 2011 წლის ბოლოს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდს ლა ლიგა, ესპანეთის თასი, სუპერთასი და ევროპა ლიგა მოაგებინა. ასევე, სიმეონემ "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა, თუმცა ორჯერვე "რეალთან" დამარცხდა.
დიეგოს ხელმძღვანელობით მადრიდულმა გუნდმა 321 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 201 მოიგო, 65 ფრედ დაასრულა, ხოლო 55 შეხვედრაში მარცხი განიცადა.