თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფში მეოთხე ტურმა აიღო სტარტი. ფავორიტი ლიტვა უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ისე დაამარცხა, ოფლიც არ დასდენია.
32 ქულიანი სხვაობა (!), 94:62 – ასეთი ანგარიშით დასრულდა ჩვენი ჯგუფის შეხვედრა. ამაში გასაკვირი არაფერია, ლიტვა ტურნირის ფავორიტია, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი. უბრალოდ, უცნაურია, საქართველოს ნაკრებმა სწორედ ეს ლიტვის ნაკრები დაამარცხა და შემდეგ სწორედ ამ უკრაინასთან წააგო უშანსოდ...
უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ბევრი მოსაყოლი არაფერია. შედეგი სრულად ასახავს იმას, რაც პარკეტზე ხდებოდა. ერთმა ძლიერმა გუნდმა აჯობა მეორე სუსტ გუნდს. ლიტველთა მხრიდან საოცარი მატჩი ჩაატარა იონას ვალანჩუნასმა – ორმაგი დუბლი და თან, რა დუბლი?! – 22 ქულა, 14 მოხსნა.
აი, უკრაინის ნაკრებიდან კი, კალათბურთს ერთი ადამიანი თამაშობდა – არტიომ პუსტოვმა 29 ქულა ჩაუგდო ბალტიისპირელებს. ეს, მაშინ, როდესაც მთლიანად უკრაინის მონაგარი 62 ქულა იყო – ანუ თითქმის ნახევარი პუსტოვის ანგარიშზეა.
ლიტვამ ამასობაში მესამე თამაში მოიგო და ბუნებრივია, პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა. აი, უკრაინის ნაკრებს შანსი ჯერაც აქვს, თუმცა არცთუ ისე დიდი.
უკრაინა – ლიტვა 62:94 (10:27, 20:17, 17:28, 15:22)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეთი დარმტყმელი კაცებში დაც არ გვყავს
მართალია, ჯანოზე კარგად ასრულებს ხო ჯარიმებს?? უბრალოდ ქალთა ფეხბურთში ყველაზე დიდი სუსტი წერტილი არის მეკარე!! გოლი მაგარი გაიტანა, კარგი მოთამაშეა გაბელია!!
მალადეც გულნარა! ქალები მალე ფეხბურთშიც აჯობებენ კაცებს.
)
მთლად ჭადრაკივით ვერა, მაგრამ ლიგაზე წარმატებული კაცი ფეხბურთელი არ გვყოლია უკვე დიდი ხანია (ვიცე-პრემიერის დროიდან