ფეხბურთი

16:45 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელთა სპარინგი რიზეში

ბათუმის “დინამომ” თურქულ “რიზესფორთან” სტუმრად ამხანაგური მატჩი გამართა და 0:2 წააგო. ანგარიში მე-11 წუთზე ოდიმვინმა გახსნა, 39-ეზე კი სინანმა გაზარდა სხვაობა.

ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება არაა. ბოლო წლებში მესამედ შეხვდნენ. წინა ორ შემთხვევაშიც რიზელებმა იმარჯვეს – 5:2 და 3:1.

“რიზესფორი” წინა სეზონში გავარდა სუპერლიგიდან, ამჟამად პირველ ლიგაშია და სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს.

0.134364