ფიფას სადისციპლინო კომიტეტი ინგლისისა და სლოვაკეთის ნაკრებთა მატჩში (2:1) დელე ალის საქციელს განიხილავს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში კამერებმა დააფიქსირა, რომ ფეხბურთელი უხამს ჟესტს იყენებს და თუკი დამტკიცდა, რომ ინგლისელმა ნახევარმცველმა ეს მსაჯის მისამართით გააკეთა, მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.
თავად ფეხბურთელი ირწმუნება, რომ თანაგუნდელს ეხუმრებოდა და არბიტრისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
“მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ხუმრობა ჩემსა და კაილი უოლკერს შორის”, - აცხადებს ალი.