ფეხბურთი

1:59 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "რთული თამაში გველოდება"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას განცხადებით, საქართველოს ნაკრების მიზანი ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ, გამარჯვებაა. როგორც გამოცდილმა მცველმა სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში თქვა, გუნდი პირველი სამი ქულისთვის მზადაა.

“რთული თამაში გველოდება, რადგან ავსტრიის ნაკრების მდგომარეობაც რთულია და მხოლოდ მოგება აკმაყოფილებს. ჩვენც გვურს გამარჯვება, რადგან ჯერ არ მოგვიგია ამ შესარჩევ ციკლში. წინა თამაშზე კარგი ხარისხით თამაში ვაჩვენეთ და იმისთვის ვემზადებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ”, - თქვა კაშიამ.

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზეა დაგეგმილი.

0.130651