ფეხბურთი

18:18 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: “ფიფას ფეხბურთელების აზრი არ აინტერესებს”

ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა კოსოვოსთან მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი მატჩის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (ფიფა) გააკრიტიკა.

როგორც ცნობილია, 2 სექტემბერს, ხორვატიისა და კოსოვოს ნაკრებთა შეხვედრა ძლიერი წვიმის გამო 22-ე წუთზე შეწყდა. თამაში მეორე დღეს განახლდა და ხორვატებმა 1:0 იმარჯვეს.

“მას შემდეგ, რაც მატჩი ჩაიშალა, მეორე დღესვე თამაშის დანიშვნას არავინ ველოდით. მეგონა, თითქოს ჯარში ვიყავი. ბუნებრივია, მატჩისთვის კარგად მომზადება ვერ მოხერხდა და ფიფამ აჩვენა, რომ ფეხბურთელების აზრი საერთოდ არ აინტერესებს.

თუ ფიფა საჭიროდ ჩათვლის, მჯერა, რომ თურქეთთან მატჩი, რომელიც 5 სექტემბერს უნდა ჩაგვეტარებინა, ერთი დღით გადაიწევს”, - თქვა მოდრიჩმა.

შეცვლის თუ არა ფიფა თურქეთისა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩის თარიღს ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1242