ფეხბურთი

16:14 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: “ქედს ვიხრი ლუქსემბურგელთა წინაშე”

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-8 ტურში სენსაცია დაფიქსირდა. საფრანგეთის ნაკრებმა ფრედ 0:0 ითამაშა ლუქსემბურგთან. მატჩის შემდგომ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქედს იხრის ლუქსემბურგელთა გმირობის წინაშე.

“ძნელია რამის თქმა. ჩვენ გუნდს 12-ჯერ ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა ეს მატჩი 0:0 დასრულდა. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს და ჩვენ 2 ქულა დაგვაკარგვინეს. ყველაფერი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთთან სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა”, - თქვა დეშამმა.

შესარჩევი ციკლის დასრულებამდე საფრანგეთს 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი – ბულგარეთთან სტუმრად და ბელარუსთან სახლში. დეშამის გუნდი ამ დროისთვის A ჯგუფს 17 ქულით ლიდერობს.

0.13136