საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში "პრეზიდენტის თასზე" ჯგუფში პირველი მატჩი ჩაატარა და ალბანეთს 5:0 მოუგო. გიორგი ნემსაძის გუნდს კოლოსალური სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. ალბანელები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ, ხშირ შემთხვევაში საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანაც კი უჭირდათ.
გამოირჩეოდა მარცხენა ცენტრალური მცველი შოთა ნონიკაშვილი ("საბურთალო"), რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ორივე თავურით. ნონიკაშვილმა ორივე ბურთი პირველ ტაიმში მიითვალა. შესვენებამდე თავისი გოლი ზურაბ დავითაშვილმაც ("დინამო") გაიტანა, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ("დინამო") წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.
მეორე ნახევარში გიორგი გულიაშვილმა ("საბურთალო") შესძლო გატანა: კუთხურიდან ჩაწოდებულს დაუხვდა. უნდა ითქვას, სტანდარტულებს მართლაც კარგად იყენებდნენ ქართველები. ბოლო გოლი კი ელგუჯა ჯანგველაძის ("დინამო") ანგარიშზეა. მან ახლოდან ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.
საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, აბზიანიძე (ჭავჭანიძე 58), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი (ჯინჭარაძე 41), შალიკაშვილი (ლომთაძე 67), დავითაშვილი (ქუთათელაძე 51), გულიაშვილი (ჯანგველაძე 70), კვარაცხელია (ჩარკვიანი 51).
ჯგუფის დანარჩენ მატჩებს რაც შეეხება, 5 სექტემბერს თურქმენეთს ვეთამაშებით, ხოლო 7-ში - ყაზახებს. მეორე ჯგუფში არიან რუსეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაუ ეს მაგიაა
ამხანაგურებს მაინც ვიგებთ
ის 19 ნომერი აზაროვია?
არა ჯონ-მალხაზ შალიკაშვილია
ვულოცავ ბიჭებს მოგებას, მარა უფრო სერიოზულ მეტოქეებთან რომ უწევდეთ სპარინგი კაი იქნრბოდა და ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა. მოგება კაია, მარა ასეთი მოგება ვის რაში უნდა. ეს ხომ მოსამზადებელი ეტაპია და რაც უფრო მეტად ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან, უფრო მეტად წაადგებათ
ამხანაგურის თამაშებს ნებისმიერი ქვეყანა იყენებს ფეხბურთელებსი გამოსაცდელად და ამ ტამაშებით ნაკრებსი სიძლეირის შეფასება სისულელეა, რადგან არცერთი სხვა ქვეყნის ნაკრებები ამხანაგურებში შედეგს დიდი მნიშვნელოაბს არ ანიჭებენ ქართველებსი გარდა, ქართველები კი ამხაბნაგუირებს იგებენ და ოფიციალურ თამაშებს ყველას აგებენ ხოლმე
ქართველების პრობლემა ნებისმიერ ს[პორტში არის დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და ნაადრევად ტავსი ავარდნა, თუ ამას გამოსაწორებენ ქართველ სპორტსმენებში ძალიან დიდი შედეგეგებს დავდებთ ნებსიმიერ სპორტში რადგან ნიჭიერი ბავშვები არასდროს არ გვაკლდა
+
ის 19 ნომერი ზანგია?
ვიცი პატარა ბიჭები არიან და მუღამში ვუ**ამვთ მარა ახლა დაიწყება აი ჩვენ ვართ მომავლის იმედი ჩვენ ქართულ ფეხბურთს იმედი ჩავუსახეთ.... ჩასახვაში ძლიერები ხართ მთელი 27 წელია ჩასახვის პროცედურა მიდის ქართული ფეხბურთის დედასთან
დდდდდდდ
არა, კი არ ..ვამთ მუღამში პირიქით.რაც მეტი ასეთი კომენტარი მით უკეთესი.ასეთი კომენტარები უფრო გააძლეირებს ბიჭებს.ძაან კარგად იციან ამ ბიჭებმა რომ დიდად არ უხარია ხალხის უმრავლესობას ეს მოგება.ჩასაფრებულები არიან აკოფებიდან.
ვახ რა გახარებულები არიან ფოტოზე - მაიცა, ჯერ გავიზარდოთო DDDDDDDDD
აი ხომ იგებენ ეხლა დამაჯერებლად ეგერ უკრაინაში ახლა აქ მარა დაიწყებენ თუ არა ოფიციალურს ეგრევე ჩაისვრიან.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.