ჩოგბურთი

12:02 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა US OPEN-ს გამოეთიშა

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალში ლატვიელ ანასტასია სევასტოვასთან 7:5, 4:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში 6:5-ზე შარაპოვას სასარგებლოდ, მარიამ ბრეიკი გააკეთა და 1:0 დაწინაურდა, თუმცა მეორე და მესამე პარტიებში სევასტოვა უფრო აგრესიული იყო და გადამწყვეტ მომენტებში უკეთ თამაშობდა.

შარაპოვამ მერვედფინალში გასვლით 130 სარეიტინგო ქულა და 144 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

სევასტოვა მომდევნო ეტაპზე სლოან სტეფენს შეხვდება, მატჩი 5 სექტემბერს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

0.125352