ფეხბურთი

10:30 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: პორტუგალია და შვეიცარია ფინალამდე ვარჯიშობენ

პორტუგალია თუ შვეიცარია – მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის ერთადერთი ინტრიგა ესაა. ვინ გავა პირველ ადგილზე. შვეიცარიის ნაკრებმა 8 ტური ისე განვლო, რომ ქულაც არ დაუკარგავს. ახლაც ადვილად იმარჯვა რიგაში, სუსტ ლატვიის ნაკრებთან – 3:0.

თავის მხრივ ევროპის მოქმედი ჩემპიონიც ყველას უგებს, უბრალოდ პირველ ტურში ბაზელში განცდილი მარცხი ძვირად უჯდება. ლუზიტანელებმა გუშინ მძიმედ, მაგრამ მაინც მოიპოვეს სამი ქულა – ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრები პირველივე ტაიმში კაცნაკლული დარჩა და მრისხანე მეტოქეს ვეღარ გაუძლო. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა – ანდრე სილვამ ეროვნული ნაკრების მე-15 მატჩში მე-9 გოლი გაიტანა.

შვეიცარიის ნაკრები პორტუგალიას 3 ქულით უსწრებს. ყველაფერი უსათუოდ ბოლო ტურში გადაწყდება, როდესაც პორტუგალია კონკურენტს უმასპინძლებს. აი, დანარჩენებს კი, მეორე ადგილისთვის გაბრძოლების შანსიც კი აღარ აქვთ. ბოლოსკენ აღვნიშნოთ, რომ ფარერების ნაკრებმა ანდორას აჯობა. ამაში გასაკვირი არაფერია, უბრალოდ გეტყვით, რომ ფარერებმა მიმდინარე შესარჩევში მეორე თამაში მოიგო და უკვე რვა ქულას მოუყარა თავი...

ფარერები – ანდორა 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 როლანტსონი (31)

უნგრეთი – პორტუგალია 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ანდრე სილვა (48)

ლატვია – შვეიცარია 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (9), 0:2 ჯემაილი (55), 0:3 როდრიგესი (58, პენ)

1. შვეიცარია 8 8 0 0 18:3 24
2. პორტუგალია 8 7 0 1 28:4 21
3. უნგრეთი 8 3 1 4 11:9 10
4. ფარერები 8 2 2 4 4:15 8
5. ანდორა 8 1 1 6 2:17 4
6. ლატვია 8 1 0 7 3:18 3

მომდევნო ტური – 7 ოქტომბერი

ფარერები – ლატვია

ანდორა – პორტუგალია

შვეიცარია – უნგრეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160401