ფეხბურთი

0:16 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ფარცვანია "დესნაში" გადავიდა

ქართული წარმოშობის უკრაინელი ფეხბურთელი თემურ ფარცვანია ამიერიდან უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ “დესნაში” ითამაშებს. 26 წლის ფარცვანიამ ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოზიციით მარჯვენა მცველი ბოლოს დონეცკის “ოლიმპიკში” თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. სხვა და სხვა დროს კი, კიევის “დინამოს”, “მეტალურგისა” და “ვოლონის” ღირსებას იცავდა.

თემურ ფარცვანია, რომელიც 2009 წელს უკრაინის 19-წლამდე ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებში თამაშს ბოლო პერიოდში საჯაროდ გამოთქვამდა.

0.126117