ფეხბურთი

23:46 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ჩემი საქციელით არ ვამაყობ"

მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და დასამახსოვრებელი ეპიზოდი გაიხსენა, რომლის მთავარ როლში თავად იყო.

საუბარია, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში, ზიზუსა და იტალიელი მარკო მატერაცის დაპირისპირებაზე. ლეგენდარული ფრანგის განცხადებით, არ ამაყობს იმით, რაც 11 წლის წინ ჩაიდინა:

“მე არ ვამაყობ ამ საქციელით. მინდა ბოდიში მოვუხადო ახალგაზრდებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ცდილობინ, ფეხბურთი უკეთესობისკენ შეცვალონ. საბოლოო ჯამში, ეს ეპიზოდი ჩემი ცხოვრების ნაწილი, უსიამოვნო გვერდია, რომელიც უნდა მივიღო”, - აღნიშნა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მაშინ ზინედინ ზიდანი მატერაცის პროვოკაციას წამოეგო და კარიერის ბოლო შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.

0.119209