საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში დამარცხდა – სიტუაცია უკვე საგანგაშოა, რადგან ილიას ზუროსის გუნდს 1 მოგების წინ 2 წაგება აქვს და წინ ორი რთული მატჩია. მასპინძელ ისრაელთა და იტალიასთან.
უკრაინის ნაკრებმა გერმანიის დარად ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ყველა კომპონენტში დაჩაგრა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ნიშანდობლივია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო – ბუნებრივია, ასეთ დროს გამარჯვებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.
საბოლოოდ, უკრაინის ნაკრებმა 7 ქულის სხვაობით, 88:81 მოიგო.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი იყო. ორივემ 17 ქულა შემატა გუნდს.
ახლა საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლის შანსი ძალიან დაბალია. ვინ წარმოიდგენდა, ლიტვასთან ბრწყინვალე გაამრჯვების შემდეგ?...
საქართველო – უკრაინა 81:88 (20:21, 18:30, 25:16, 18:21)
WORLDSPORT.GE ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.