სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

17:35 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო უკრაინასთან პირველი ტაიმის შემდეგ ნადგურდება...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მესამე ტურში უკრაინას ნაკრებთან მარცხდება. ილიას ზუროსის გუნდი მეტოქეს პირველი ტაიმის შემდეგ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს და შედეგიც სახეზეა – 38:51.

მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უკრაიან უპირატესობას ფლობდა და ლოგიკურიცაა, რომ 13 ქულიანი სხვაობით გვამარცხებს. თუმცა, გადამწყვეტი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ძალიან სუსტად ჩაატარა, განსაკუთრებით დაცვაში – 18:30.

პირველ ნახევარში შეიძლება ითქვას კალათბურთს ერთადერთი ქართველი თამაშობდა - გიორგი შერმადინი 17 ქულით და 4 მოხსნით საუკეთესოა. აი, დანარჩენებზე რა გითხრათ?!

წინ მეორე ტაიმია, თუმცა, ასეთი თამაშით ძნელია იმედის დატოვება. ფაქტია, ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაშში რაღაც მოიშალა, სამწუხაროდ...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.143033