ჩოგბურთი

15:42 | 3.09.2017 | ნანახია 1418 - ჯერ

ფედერერი ლოპესს იოლად გაუმკლავდა (+VIDEO)

მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერმა როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია ჩემპიონატის 1/16-ფინალში ფელისიანო ლოპესი 6:3, 6:3, 7:5 დაამარცხა. მიმდინარე ტურნირზე შვეიცარიელმა პირველად მოახერხა სეტის წაგების გარეშე თამაშის დამთავრება. ესპანელს როჯერთან აშკარად არ უმართლებს, რადგან უკვე მე-13 მატჩი წააგო.

ვინერსი ლოპესს სამით მეტი ჰქონდა (35:32), სხვა კომპონენტში კი ფედერერი ლიდერობდა. როჯერმა 13 ეისი მოაწოდა, კარიერაში 10 140 აუღებელი დარტყმა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით გორან ივანიშევიჩს (10 131) გაუსწრო. შვეიცარიელი მხოლოდ ივო კარლოვიჩს ჩამორჩება (12 242).

მერვეფინალში ფედერერი ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება. გერმანელს ლოპესის მსგავსად არ უმართლებს და როჯერთან 11 წაგება აქვს და ახლა შეეცდება რევანშის აღებას.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 04.09.2017
centurioni (447)

რა დრო დადგა კიურეი თითქმის ფინალშია და გავა კიდეც შეიზლება მოიგოს,ნწნწ როდიკი რომ არ წასულიყო ერთი ორ სლემს მოიგებდა

10:49 | 04.09.2017
Djoko (9552)

რა იყო აღარ აწუხებდა ლოპესთან ზურგი????? = )) ))))))))))))))))))))

დაუნდობელი ბებერი მეფედერი

23:49 | 03.09.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

სევასტოვა რა დაცვას თამაშობს

21:45 | 03.09.2017
MRBrownstone (1225)

არ მომწონნხარ მაინც ფედექს..ჯობია ტიმთან წააგო ვიდრე მერე ნადალთან პოლუში ..უფრო მწარე იქნება ნადალი ისეთ დუხზეა არ ხარ მომგები...)

19:13 | 03.09.2017
centurioni (447)

დელპოტრო მოიგებს ამერიკას

16:15 | 03.09.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

კოლშრაიბერი ადრე კარიერის დასაწყისში როგორ მევასებოდა!

16:11 | 03.09.2017
dwyanewade (3) (285)

Xo titqos rtuli metoqeebi xvdeba sawyisi raundebistvis Mara samive shemtxvevashi da exlac meotxe raundshi is mowinaagmdege yavs romlebsac federeristvis arasdros ar mougiat nadali dolgopolovi dzaan saintereso tamashi unda iyos rogorc delpo timi. Iqita badis tamashebi ro Ari's yureba ar girs vagiarot ro qalta turnitma ajoba am shemtxvevashi qalebs bevri sainteresoa iqit: nomeri pirveli chogburtelis asparezoba, muguruza ronelic yvelas acamtverebs, chveni mashac atps dzaan daerxa

16:01 | 03.09.2017
diadimaestro (2482)

არადა რა იმედები მყარდებოდა ლოპესზე.რას იზამ დაუნდობელია ბებერო.ერთი წლის წინ ამ დროს ბევრს ეგონა საერთოდ არ დაბრუნდებოდა როჯერა ჩოგბურთში ახლა კი 20 სლემზე ჩალიჩობს.

15:58 | 03.09.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

რაო, მამირჩა ზურგიო ?

0.1347