ჩოგბურთი

13:41 | 3.09.2017 | ნანახია 0 - ჯერ

ნადალი ამერიკის ღია ჩემპიონატის მერვედფინალშია

ამერიკის ღია ჩემპიონატის 1/16-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ლეონარდო მაიერი 6:7, 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ალექსანდრ დოლგოპოლოვს შეხვედება.

პირველი სეტის წაგების შემდეგ, ესპანელმა არგენტინელს შანსი არ დაუტოვა. მაიერი ბევრ შეცდომას უშვებდა და ამ კომპონენტში ორჯერ აჯობა მეტოქეს (52:26). ლეონარდოს არ უშველა ვინერსის უპირატესობამ (45:39) და არც ეისებმა (12:4). ნადალი საიმედოდ და უშეცდომოდ თამაშობდა და ახლა უკვე მეოთხედფინალის საგზურისთვის მოუწევს ბრძოლა.

ურთიერთშეხვედრებში რაფაელი მაიერს 5:0-ს უგებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 30.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნეტა ვის უყურებს ესე გაკვირვებული

01:02 | 30.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ძაან საინტერესო კადრია

0.065787