ფეხბურთი

12:59 | 3.09.2017 | ნანახია 1635 - ჯერ

ისკომ ლუის რიგეიროს შედეგი გაიმეორა

მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ისკომ იტალიასთან მოგებულ (3:0) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ესპანელების უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია. 1930 წლის შემდეგ, ისკო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიას დუბლი შეუსრულა. 87 წლის წინ "სკუადრა აძურას" კარში ორი გოლით ლუის რიგეირო გამოირჩა.

ისკომ დიდი სამსახური გაუწია თავის გუნდს, სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა და ფაქტობრივად "ფურია როხამ" ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. იტალიას კი პლეი-ოფში მოუწევს თამაში.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:19 | 03.09.2017
chikika (1251)

მორატა ჯობია ბელოტის გუშინ სერიოზულად ითამაშა ძალიან დახვეწილი ფრვარდია წელს საუკეთესო იქნება მორატა ... ნუ ისკო კლასია მართლა ბრავო მაგ ბიჭს ასენსიოს ეტყობა რო მაინც ახალგაზრდაა თუმცა ბევრი საშუალო ხნის ვარსკვლავიც ვერ თამაშობს ისე როგორც ასენსიო მოკლედ გუშინ იტალია გააფარჩაკეს ჩემი აზრით მსოფლიოს წელს 5 ფავორიტი ყავს საფრანგეთი არგენტინა ესპანეთი ბრაზილია და მეხუთეზე გერმანიის ნაცვლად ბელგიას ჩავსვავდი ბელგიის სასტავი ფორმაში შედის თან ბავშვები გაიზარდნენ და წელს სერიოზული ძალა იქნება გერმანიამ კი არმგონია ორჯერ მოიგოს ზედიზედ მსოფლიო .

15:21 | 03.09.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

როგორც იქნა, ამ ბიჭის დროც დადგა. მეორე წელია ასრულებს რასაც ქვია - გინდ კლუბში, გინდ ნაკრებში.

15:13 | 03.09.2017
taziiik (1606)

)D)დ სად ყავს ესპანეთს ვერატის ბელოტის და დეროსის დონის ფეხბუღტელები ))))

14:26 | 03.09.2017
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

უკლასნესი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148979