ფეხბურთი

11:48 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი საქართველოს ჯგუფში ლიდერობს, უელსი ირლანდიას წამოეწია

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა შინ მოლდოვა იოლად 3:0 დაამარცხა და D ჯგუფში გალიდერდა. სლავოლიუბ მუსლინის გუნდს 15 ქულა აქვს და ირლანდიას, რომელმაც ქულები საქართველოსთან (1:1) დაკარგა ორი ქულით უსწრებს.

მარტინ ონილის გუნდს უელსი წამოეწია, რომელმაც შინ ავსტრია მძიმე ბრძოლაში ახალგაზრდა ფეხბურთელის ბენ ვუდბერნის გოლის წყალობით დაამარცხა. უელსს 11 ქულა აქვს და ორი ქულით ჩამორჩება ირლანდიას. ამავე ჯგუფში ავსტრია მეოთხეზეა (8ქ), საქართველო - მეხუთეზე (4), ხოლო მოლდოვა (2) ბოლო ადგილზე.

5 სექტემბერს ჯგუფის ცენტრალური მატჩი დუბლინში გაიმართება და ირლანდიას შანსი ექნება სერბეთი დაამარცხოს და გალიდერდეს. უელსი სამი ქულის მოპოვებს სტუმრად მოლდოვასთან შეეცდება, ხოლო საქართველოს შანსი აქვს ავსტრიასთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11239