მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში პანამა შინ 1:0 დაამარცხა და რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური მოიპოვა. მასპინძელთაგან გამარჯვების გოლი პსვ-ს თავდამსხმელმა ირვინგ ლოსანომ 53-ე წუთზე გაიტანა. მექსიკამ ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის შესარჩევი ჯგუფის დასრულებამდე სამი ტურით ადრე უკვე 18 ქულა დააგროვა და მეოთხეადგილოსან ჰონდურასს 9 ქულით უსწრებს.
მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო კოსტა რიკამ, თანაც სტუმრად აშშ დაამარცხა. ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელმა მარკოს ურენამ "რედ ბულ არენაზე" დუბლი შეასრულა. ახლა კოსტა რიკას 14 ქულა აქვს და მუნდიალზე თითქმის გასულია. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს და ჰონდურასს 8-8 ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს იკავებენ.