საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გერმანიასთან შეხვედრა შეაფასა. ზაზას თქმით, საქართველოს ნაკრების მარცხი გერმანიის კარგ თამაშზე მეტად, დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა.
“ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში. თავდასხმაში არანაირი ორგანიზებული თამაში არ ყოფილა და ეს ძალიან მარტივი პასუხია იმაზე, თუ რატომ წავაგეთ შეხვედრა. ვერ ვიტყვი, რომ შრიოდერმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა ან გერმანიის ნაკრებმა გვაჯობა – შეცდომები ჩვენ დავუშვით და მარცხიც ჩვენი ბრალია”, - თქვა ფაჩულიამ.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულით მეოთხე ადგილი უკავია. ილიას ზუროსის გუნდი მესამე ტურის შეხვედრას დღეს, 16:45 საათზე უკრაინის ნაკრებთან ჩაატარებს.