ძიუდო

20:22 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. 22 წლის ქართველი მძიმეწონოსანი რეპეშაჟის ფინალში მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიართან დამარცხდა.

ძირითად ბადეში თუშიშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა. სამხრეთკორეელი სუნგ მინ კიმის, კუბელი ალექს გარსია მენდოზასა და ავსტრიელი დანიელ ალერშტოფერის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონთან – ფრანგ ტედი რინერთან დაძაბულ ბრძოლაში, "ოქროს დროში” დამარცხდა.

მძიმე წონაში დღეს საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილიც ჩაერთო, მაგრამ ძირითად ბადეში მეოთხედფინალში დამარცხდა, ხოლო შემდეგ, რეპეშაჟის ნახევარფინალშიც წააგო და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა. ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანი ელენე ქებაძე კი ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2017 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ბრინჯაოს დაეუფლნენ. ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) კი ფინალში წააგო და პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა.

სეზონის უმთავრესი შეჯიბრება ხვალ, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატით დაგვირგვინდება.

0.116235