საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალშია. გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – რეპეშაჟის ფინალში.
ლიპარტელიანმა ნახევარფინალში ევროპის (2017) და მსოფლიოს (2013) ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი სამი გაფრთხილებით დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად კი იაპონელ აარონ ვოლფს დაუპირისპირდება.
თუშიშვილი ნახევარფინალში მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონთან, ფრანგ ტედი რინერთან, დაძაბულ ბრძოლაში, "ოქროს დროში” დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიარს შეხვდება. სწორედ მასთან დამარცხდა რეპეშაჟის ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მე-7 ადგილით დაასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გუნდურში რუსეთთან მოვხვდით ერთ ჯგუფში
ლიპო ისეთი პროფესიონალია და დისციპლინირებული, ერთი 4 წელი კიდევ მაღალ დონეზე იჭიდავებს. ასე რომ კიდევ ექნება შანსი
დღეს უფრო მეტს ველოდი. ყველაფერში ხასიათი მაგრა გამიფუჭდა - კალათბურთში, ლიპარტელიანი, თუშიშვილი (იმედი მქონდა, როგორც გამოჩნდა არა უსაფუძვლო), ოქრუაშვილი - ერთ ოქროს მაინც ველოდი. ფეხბურთი სულ არ მაინტერესებს, ბოდიში ფეხბურთის გულშემატკივრებს. ძაან მაინტერესებს რუსებს და აზერბაიჯანელებს რამდენი და რა სინჯის მედლები აქვთ? გუნდურში რომელი ქვეყნის გუნდები იღებენ მონაწილეობას?
P.S.: ისე თუ გამახარეს ფეხბურთელებმა საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს.
შავდათუაშვილი 2 წუთ ნახევარში რაზე მოხსნეს და ეს იაპობელი არაფერს აკეთებდა და მეორე ძლივს მისცეს. კაი რა პაზორიაა
საქართველო - ირლანდია მსაჯი ვინ არის?

ორი თამაშგარე ბურთი ჩაგვითვალონ მაგათ ბნედას შ*****!
რავიცი რა.ყოჩაღ მაინც ლიპოს.ფსიქოლოგიურად როგორ შეუძლია კიდევ.2 მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალს რომ წააგებ...ბედი და ლიპო ძაან შორს არიან ერთმანეთისგან.
ყველაზე ნაკლებად ვისგანაც ველით იმათმა რო მოიგონ ახლა
ერტი სჰეტევა არ ქონია იაპონელს არ იყო სამჯერ გასაფრტხილებელი? ლიპოს ეგრევე მოხსნიდნენ, ამატი მსაჯობა და ამატი მონა დედა მ ...... ყან დამაწყდა ნერვებიიიიი
რავიცი მეს მაგას ვფიქრობ, არაფერი უცდია ძირითად დროში და..
წელს 18 წლის იაპონელთან წააგო ახლა ამ ახალგაზრდასთან..
დამთავრდა სამწუხაროდ ყველაფერი. ლიპო არ არის მსოფლიოს მომგები, სამწუხაროდ... ძალიან მაგარია, პროფესიონალია, მაგრამ ბოლო ნაბიჯს ვერ დგამს.
რახანც ახალი გადასულია ამ წონაში, მაგასაც კარგ შედეგად ვთვლი, მაგრამ აქამდე მივიდა და რა იქნება ერთი შემთხვევით მაინც გაისროლოს და მოიგოს დიდი ტურნირი
ღმერთმა ქნას, მაგრამ ასაკიც აღარ უწყობს ხელს. ეხლა ჰქონდა იდეალური შანსი და მეგონა რომ მოიპოვებდა ნანატრ ოქროს, მაგრამ... ბექას ეს ვოლფი შეჭმული ჰყავს ბაქოს გრანდსლემზე
1 ოლიმპიური ვერცხლი, 2 მსოფლიო ვერცხლი, 4 ევრო ვერცხლი.
რა დანავსული დღეა ბლინ, ყველაფერი წავაგეთ
ვითომ ბედოვლათები მაინც მოიგებენ????
ლიპო ჩვენი ვერცხლის კაცი
ერთიდაიგივე ილეთით აგებს, როგორც ბეიკერთან წააგო
ეხ არა აქვს ამ კაცს იღბალი
თუ იგებს ლიპო, მედლების ტაბელში მამაკებში, მეორეზე გავალთ.
ოლიმპიადაზე უნდა მოუგოს თუშიმ იღბალა რინერს
თუშიშვილი რა დონეა : ) ძაან დიდი მომავალი აქ : )